კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც „იუვენტუსმა“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა და წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონს უხდის, გუნდისთვის ფინანსურად მომგებიანი უკვე არის.
34 წლის იუბილარის მოსვლის შემდეგ ტურინელთა შემოსავალი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა. La Repubblica-ს ცნობით, გაიზარდა „იუვეს“ გაყიდული მაისურების რაოდენობა გასულ სეზონთან შედარებით ორმაგად. გარდა ამისა, ასევე იმატა სპონსორებისგან და ბილეთებისგან შემოსულმა თანხის ოდენობამაც.
გარდა ამისა, ინსტაგრამზე ივლისში „იუვეს“ 10 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა კი, ეს ციფრი 22 მილიონს აღწევს.
წმინდა სპორტული თვალსაზრისით კი, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რისი შანსი რონალდუს და „იუვენტუსს“ აქვთ.