ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მამა გახდა. იტალიელ ფეხბურთელსა და მის მეუღლეს ორი ვაჟის შემდეგ ამჯერად ოჯახში გოგონა შეემატათ.
„ჩვენ ხუთნი ვართ! კეთილი იყოს შენი მობრძანება მატილდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეონარდომ.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდოსა და მის მეუღლეს, მარტინა მაკარის აქამდე ორი შვილი, ლორენცო და მატეო ჰყავდათ.