კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, 2018 წელი მისთვის საუკეთესო იყო. პორტუგალიელი ფეხბურთელი ასევე საუბრობს იტალიაში გადაბარგებაზე და მომავალზე. კრიშტინუს თქმით, ფეხბურთის თამაშს დიდი ხნის განმავლობაში აპირებს.
„2018 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. სერია A არაა ისეთი, როგორიც ლა ლიგა, მაგრამ აქ თავდამსხმელს ნაკლები სივრცე და თავისუფლება აქვს, რადგან ყველა გუნდი დაცვაში საოცრად კარგადაა ორგანიზებული. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, მაგრამ ეს შეპყრობაში არ უნდა გადაიზარდოს.
ტურინში ყველა ფანტასტიკურად დამხვდა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, როდის დასრულდება ჩემი კარიერა, მაგრამ ახლა კარგად ვარ და მინდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო“, – თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. „ბებერი სინიორას“ რიგებში 33 წლის თავდამსხმელმა დღემდე 24 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.