მთავარი / სიახლეები / “ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “ჩვენს შორის გამარჯვებული ფინალში გავა”

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “ჩვენს შორის გამარჯვებული ფინალში გავა”

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკო სერეზო მიიჩნევს, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

სერეზოს განცხადებით, „იუვენტუსი“ ძლიერია, მაგრამ მისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია:

„ატლეტიკო“ „იუვენტუსისთვის“ ყველაზე ცუდი მეტოქეა? – ესპანეთში ამბობენ, რომ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოსთვისაა“ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე. „იუვენტუსი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბარიერს დავძლევთ. ამ გუნდებს შორის დიდი პატივისცემაა, ანდრეა ანიელისთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს გამარჯვებული ვფიქრობ, ფინალში ითამაშებს. იმედია ეს ჩვენ ვიქნებით.

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია და კარგად ვიცნობთ. პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. საოცარი, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რასაც „იუვენტუსში“ ამტკიცებს. არის თუ არა საუკეთესო? – კრიშტიანუ მესისთან, გრიზმანთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. რონალდუ ლიდერი იყო ყოველთვის „მანჩესტერში“, „რეალში“ და ახლა „იუვენტუსში“, – თქვა სერეზომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …