მთავარი / სიახლეები / “იუვე” ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტია

“იუვე” ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსი“ ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ „ბაიერნი“ კოლუმბიელს არ გამოისყიდის, მზადაა ხამესისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

როგორც წყარო იტყობინება, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და შესაძლოა ხამესი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდეს, რადგან “ბებერი სინიორა” მისთვის ბრძოლაში ფავორიტად სახელდება.

აღსანიშნავია, რომ როდრიგესი „ბაიერნში“ 2017 წელს ორწლიანი იჯარით გადავიდა, მაგრამ „ბაიერნი“ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ აპირებს და კოლუმბიელსაც არ უნდა მიუნხენში დარჩენა.

მიმდინარე სეზონში ხამესმა მიუნხენელთა რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …