მთავარი / სიახლეები / ფაბიო პარატიჩი გუნდის უახლოეს გეგმებზე

ფაბიო პარატიჩი გუნდის უახლოეს გეგმებზე

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდში არსებულ ვითარებაზე და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. პარატიჩიმ დაადასტურა, რომ აარონ რემსი „იუვენტუსის“ სამიზნეა.

„ის კარგი ფეხბურთელია, წლებია მაღალ დონეზე დიდ გუნდში თამაშობს. მას კონტრაქტი ეწურება და ჩვენ ყურადღებით ვართ ასეთ დროს და შესაბამისად, მასაც ვაკვირდებით. ივლისიდან ჩვენთან ითამაშებს? – კარგად უნდა გადავამოწმოთ ყველაფერი. ახლა „არსენალშია“ და რა თქმა უნდა, ის არაა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვაკვირდებით.

მბაპე? – ეს მხოლოდ ფანტაზიაა. ვიმეორებ: ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ ბაზარზე. კინი „ბოლონიაში“? – არა, არსად მიდის. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყველა ფეხბურთელი, რომელიც ახლა შემადგენლობაშია.

ალეგრი? – ალეგრი ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ის საუკეთესო მწვრთნელია ვინც კი შეიძლება ახლა „იუვენტუსის“ მწვრთნელი იყოს. ვერ ვხედავთ მიზეზს რატომ უნდა შევცვალოთ.

ჩემპიონთა ლიგა? – ვიმედოვნებთ, რომ ეს ბოლო 7 წელიწადზე უკეთესი თუ არა, ისეთივე წარმატებული წელი იქნება. ევროპა ჩვენი მიზანია ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია ბოლომდე მისვლა.

მაროტა? – ჩვენ მხოლოდ „იუვეზე“ ვფიქრობთ. მას კი უკვე თავისი გუნდი ჰყავს და ეს იქნება კარგი ბრძოლა“, – განაცხადა მაროტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …