ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი იმედოვნებს, რომ „ბებერ სინიორასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მუნდიალის მოგებამ მისი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ახლა ახალი მიზნების მიღწევა უნდა და ერთ-ერთი „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
„მსოფლიო თასის მოგებამ ბევრი რამ შეცვალა და მათ შორის, ცხოვრებაც, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზნები ისევ მაქვს. მინდა, „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ხოლო შემდეგ ევრო 2020-ზე გავიმარჯვო.
ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი შეჯიბრია, სადაც ბევრი დიდი გუნდი თამაშობს და ძალიან მაღალი დონის ტურნირია. თუმცა, შიდა ჩემპიონატში საჭიროა მაღალი ტექნიკური და ფიზიკური მომზადების ჩვენება ჩვენთვის ყოველთვის რთული მატჩებია, მაგრამა ახლა კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.
ბოლო წლებში „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ითამაშა, „რომა“ კი ნახევარფინალში გავიდა. იტალიის ჩემპიონატს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ისევ გახდა ძლიერი და კონკურენტუნაირიანი. დარწმუნებული ვარ, მალე იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. იმედია, ეს წელს მოხდება.
საუკეთესო ჩემპიონატი? არ ვფიქრობ, რომ რომელიმე უფრო ძლიერია. ინგლისში ძალიან მაღალი ტემპია, იტალიაში ალბათ უფრო ტაქტიკურ მხარეს ანიჭებენ უპირატესობას“, – განაცხადა მატუიდიმ.