მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “1000%-ით ვრჩები”

რონალდუ: “1000%-ით ვრჩები”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინა“ (2:1) დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა, რომელმაც კარიერიაში პირველი სკუდეტო მოიგო.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ იტალიის ჩემპიონის ტიტული პირველივე სეზონში მოვიპოვე. ეს იყო შესანიშნავი სეზონი ამ „იუვენტუსისთვის“, გარდა ამისა, სუპერთასიც მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად არ დასრულდა, მაგრამ წინ მომდევნო წელია. ვრჩები? 1000%-ით“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …