ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების და იტალიის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანი მიღწევაა. მერვე სკუდეტო ხუთი ტურით ადრე მოვიგეთ და ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად კარგად ვიმუშავეთ. გასულ წლებში უფრო მეტად გვემუქრებოდა გარკვეული საფრთხეები, მაგრამ წელს ასე არ ყოფილა და ალბათ კალენდრის გამოც ჩავარდნა არ გვქონია. გადამწყვეტი თამაში? ბოლონიაში, როდესაც გავიმარჯვეთ მადრიდში განცდილი მარცხის შემდეგ და ამას ნეაპოლში მოგებაც მივაყოლეთ.
ვრჩები, მაგრამ ხელმძღვანელობას შევხვდები და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ზედიზედ მერვედ მოიპოვა სკუდეტო.