ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ანდრეა ბარძალისთან ერთად გამორჩეულია – მათ ზედიზედ რვაჯერ მოიგეს სკუდეტოს.
ჯორჯომ ამის შესახებ ისაუბრა:
„ჩემთვის „იუვენტუსი“ ოჯახია და როდესაც არ ვთამაშობ, ვბრაზდები. ვზეიმობთ დამსახურებულად მოგებულ სკუდეტოს. არ შეგვიძლია უარვყოთ ისტორიის ის მნიშვნელოვანი გვერდები, რომელსაც ვწერთ. უნდა ვიამაყოთ და ასე გავაგრძელოთ, დიდი ამბიციებით განვითარება შესაძლებელია. ივლისიდან დავიწყებთ ისევ გამარჯვების დიდი სურვილით მუშაობას“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ზედიზედ მერვედ მოიპოვა სკუდეტო.