ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დღესასწაულის დიდი სურვილი გვქონდა მოედანზე განრისხებულნი გავედით. ეს სკუდეტო რაღაც უნიკალურია, შარშან ერთი რთული წელი მქონდა, ჩვენ კიდევ უფრო განვითარდით ამ შესანიშნავ ხელმძღვანელობასთან და ჯგუფთან ერთად. ახლა კი ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ზედიზედ მერვედ მოიპოვა სკუდეტო.