მთავარი / სიახლეები / რომერო სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

რომერო სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინის, აარონ რემზის, ადრიენ რაბიოს, ჯანლუიჯი ბუფონისა და მერიჰ დემირალის შემდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანახმა – კრისტიან რომერო.

21 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი ტურინში ხვალ ჩავა და სამშაბათს J Medical-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კონტრაქტის დეტალები და ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი, რომელმაც გასული სეზონი „ჯენოაში“ გაატარა, „იუვეს“ სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდება.

მაგრამ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „ჯენოას“ დაუბრუნდება, სადაც მომდევნო სეზონს სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით იჯარით გაატარებს. გასულ სეზონში რომერომ „ჯენოას“ ღირსება 27 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *