მთავარი / სიახლეები / ვიერი: “ნაპოლი” და “ინტერი” კარგად მუშაობენ, მაგრამ “იუვე” სხვა სიმაღლეზეა”

ვიერი: “ნაპოლი” და “ინტერი” კარგად მუშაობენ, მაგრამ “იუვე” სხვა სიმაღლეზეა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ იტალიაში რამდენიმე წელი უკონკურენტო იქნება. „ბობო“ დარწმუნებულია, რომ ტურინელთა ჰეგემონია დაუსრულებელი არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე უკონკურენტოა.

„იგუაინი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელია და არ მესმის, რატომ არ ინარჩუნებენ ტურინში. ყოველდღე ახალ გუნდს უკავშირებენ და ვნახოთ რა მოხდება. იკარდი? არ ვიცი „იუვენტუსში“ წავა თუ „ნაპოლიში“, მაგრამ შესანიშნავი რეალიზატორია.

„იუვეს“ ჰყავს რონალდუ, შეიძინა რემზი და რაბიო, პრაქტიკულად დე ლიხტიც და როგორ შეიძლება შემცირებულ ხარჯებზე საუბარი? ცხადია, „იუვე“ ყოველთვის ვერ გახდება ჩემპიონი.

„ნაპოლი“ და „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, მაგრამ ისინი „იუვეს“ შეედრებიან, რომელზეც ძალიან დიდი ზეწოლაა. „იუვეს“ ისეთი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომელიც სხვებს არ ჰყავს და სხვებმა სწორედ საკუთარ თავზე უნდა იფიქრონ“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *