მატის დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა ჰოლანდიურ მედიასთან ადასტურებს, რომ მისი კლიენტი ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმებულია.
ახლა მხოლოდ კლუბებს შორის წარმატებული მოლაპარაკებაღა რჩება:
„დე ლიხტი „იუვენტუსთან“ შეთანხმებულია. ახლა ველოდებით კლუბებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სარჩელის შეტანას, ორშაბათიდან მატისი „აიაქსის“ შეკრებაზე ჩვეულებრივ გამოცხადდება და დაველოდებით მხარეებს შორის შეთანხმების სწრაფად მიღწევას“, – თქვა რაიოლამ De Telegraaf-თან.