მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი “აიაქსს” ერთი წლის წინანდელ დანაპირებს ახსენებს და “იუვეში” გაშვებას ითხოვს

დე ლიხტი “აიაქსს” ერთი წლის წინანდელ დანაპირებს ახსენებს და “იუვეში” გაშვებას ითხოვს

მატის დე ლიხტი და ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ხანია შეთანხმებულნი არიან, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება დღემდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზი კი კლუბებს შორის წარუმატებელი მოლაპრაკებებია – ჯერჯერობით „აიაქსი“ და „იუვე“ ვერ მორიგედნენ.

მინო რაიოლა კი იმედოვნებს, რომ ყველადერი სწრაფად დასრულდება: „დე ლიხტი „იუვეს“ შეუთანხმდა და ახლა ველოდებით, რომ კლუბები მოლაპარაკებებს სწრაფად და წარმატებით დაასრულებენ“, – თქვა მინომ.

ამასობაში დე ლიხტი „აიაქსს“ დანაპირების შესრულებას თხოვს. De Telegraaf-ის ცნობით, საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ დე ლიხტს კლუბთან ასეთი შეთანხმება დაუდია: თუ მინიმუმ 50 მილიონიანი წინადადებას მიიღებდა, გუნდიდან უპრობლემოდ გაუშვებდნენ.

„იუვენტუსი“ დე ლიხტში 55 მილიონ ევროსა და 10 მილიონ ბონუსს იხდის, მაგრამ „აიაქსი“ მინიმუმ 75 მილიონს ითხოვს. მატისი კი კლუბს ძველ შეთანხმებას ახსენებს და ტურინში გაშვებას ითხოვს.

როგორც ჩანს, დე ლიხტის ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა…

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *