იუვეს ყოფილი ნახევარმცველი, რობერტო პერეირა, იუვენტუსი უდინეზეს მატჩის წინ, რომელიც ხვალ გამიართება, La Gazzetta dello Sport-ს ჟურნალისტებს გაესაუბრა.
არგენტინელი ფეხბურთელი ახლა უოტფორდში თამაშობს, მანამდე უდინეზეს შემდეგ კი იუვენტუსის რიგებში ირიცხებოდა.
“როდესაც უდინეზეში გადავედი ყველაფერი გავიგე ტაქტიკის და პროფესიონალიზმის, მათ შორის ბევრი რამ ვისწავლე სათანადო კვების შესახებ. იუვენტუსში მე აღმოვაჩინე სრულიად განსხვავებული სამყარო, არაჩვეულებრივი სტრუქტურა და უნიკალური მენტალიტეტი. და ვფიქრობ დიდი ნაბიჯი გადავდგი ხარისხის თვალსაზრისით. თუ ასეთ გარემოში ხარ უნდა გაიზარდო.” – განაცხადა პერეირამ.
პერეირას ჰკითხეს თანამემამულე, პაულო დიბალაზე და დარწმუნებულია, რომ იუვენტუსის 10 ნომერს შეუძლია რონალდუსთან და იგუაინთან ერთად კლუბისთვის წარმატების მოტანა.
“მე და დიბალა ვმეგობრობთ, ჩვენ ერთად ვთამაშობთ არგენტინის ნაკრებში და ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს. ზაფხულში მან მითხრა, რომ სურდა იუვენტუსში დარჩენა, რადგან დარწმუნებული იყო თავის შესაძლებლობებში.
დიბალას თვისებების გათვალისწინებით, მე მას ვხედავ, როგორც იდეალურ პარტნიორს რონალდუსა და იგუაინის გვერდით. თუ სარი მასში დარწმუნდება, ეს ტრიო შეიძლება გახდს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, დარწმუნებული ვარ რომ დიბალა შექმნის ისტორიას ორ-სამ წელიწადში იუვენტუსში.” – ამბობს რობერტო პერეირა.
ამჟამად იუვე სერია A-ში მეორე ადგილზე იმყოფება და ინტერს ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ პერეირა არ არის შეშფოთებული.
“უცნაურია იმის დანახვა რომ იუვენტუსის სერია ა-ში მეორე ადგილზეა. ინტერისთვის ეს დიდი შანსია, მაგრამ ისინი არ უნდა მოდუნდნენ, რადგან იუვენტუსმა იცის, როგორ დააღწიოს თავი უხერხული სიტუაციიდან.
მიკვირს რა სირთულეები ექმნება იუვენტუსს მატჩების დროს. ისინი იმარჯვებენ 1:0 ან 2:1 ანგარიშით, და ეს ყოველთვის საშიშია, წარსულში ეს ასე არ იყო. სარი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც გუნდს კარგად ათამაშებს, მაგრამ ამ მომენტში რაღაც აკლია.” – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
პერეირამ უოტფორდში გადასვლამე მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა იუვენტუსის რიგებში. ჟურნალისტებმა ჰკითხეს რა მოხდა და რატომ დატოვა იუვენტუსი.
“არაფერი. პირველი სეზონში ძალიან ბევრი ვითამაშე, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პოგბა, ვიდალი, პირლო და მარკიზიო თამაშობდნენ. მეორე სეზონში ბევრი ტრავმა მქონდა და ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა რომ გავეყიდე. არაფერს ვნანობ, ორი ძალიან კარგი სეზონი მქონდა.” – განაცხადა რობერტო პერეირამ.
პერეირამ იუვენტუსში 68 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გაიფორმა.