აარონ რემზი ისევ ტრავმირებულია. უელსელმა ფეხბურთელმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და „უდინეზესთან“ მატჩი დანამდვილებით გაუცდება.
მაურიციო სარი იმედოვნებს, რომ რემზი გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდება და წლის ბოლო ორ მატჩში, „სამპდორიასთან“ და „ლაციოსთან“ მაინც მოახერხებს ფეხბურთელის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ რემზიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. დანარჩენი დრო კი ტრავმების გამო გაუცდა.