მარიო მანჯუკიჩის ირგვლივ ბოლო დროს სიახლეც არ ვრცელდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ხორვატი „იუვენტუსში“ აღარ ითამაშებს. თუმცა, კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 2021 წლამდე აკავშირებს, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გააფორმა.
ამბობენ, რომ მანჯუკიჩი არათუ გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს, არამედ ტურინი დიდი ხნის წინ დატოვა კიდეც.
ბალკანელი ზამთარში გუნდს ეძებს და ახლა უკვე ყატარულ ვარიანტებსაც განიხილავს. „ალ დუჰაილი“, „ალ გარაფა“ და „ალ რაიანი“ კი იმ გუნდთა ჩამონათვალია, სადაც შესაძლოა მარიო ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობდა, მაგრამ მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ ფეხბურთელისთვის ტურინული გრანდის კარი დაიხურა.