ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მატია დე შილიოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისურ გუნდთან თამაში სრუს. ამის შესახებ მატიამ იტალიურ მედიასთან განაცხადა.
„ვისთან არ მინდა მერვედფინალში თამაში? ძნელი სათქმელია. თუ ბოლომდე მისვკა გვსურს, ადრე თუ გვიან, ყველას უნდა დავუპირისპირდეთ. პირადად მე მინდა ინგლისურ გუნდთან ვითამაშოთ. მათთან თამაში სასიამოვნოა, ეს ორი სეზონის წინ გავაკეთეთ.
იგუაინი, რონალდუ, დიბალას ტრიო? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, უნდა შეაფასოს სიტუაცია თამაშიდან თამაშამდე, ვინ იქნება ძირითადში და ვის შეცვლაზე ათამაშებს. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს შეტავაში ერთი ითამაშებს თუ მეორე.
დიახ, ლიდერები აღარ ვართ, მაგრამ შაბათს პირველი თამაში წავაგეთ და მხოლოდ ორი ქულაა პირველ ადგილთან ჩამორჩენა. სერია A-ში გამარჯვება არც ისე ადვილია. მეტოქეები? „ინტერმა“ დაამტკიცა, რომ ჩვენი მეტოქე იქნება, ისევე როგორც „ლაციო“, ორივე კარგად თამაშობს“, – თქვა დე შილიომ.