მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ჰოლანდს არ ეშვება

“იუვენტუსი” ჰოლანდს არ ეშვება

ტურინის „იუვენტუსი“ ერლინ ჰოლანდის გადაბირების იმედს არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოლაპარაკებებს ადასტურებს, ტურინული გრანდი ტრანსფერზე უარის თქმას არ აპირებს.

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ 20 წლის ფორვარდს დაუყოვნებლივ ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს, რისი გარანტიაც „იუვენტუსში“ ძნელად ექნება.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ჰოლანდისთვის „იუვენტუსთან“ ერთად „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იბრძვის.

ჰოლანდი შესანიშნავ სეზონს ატარებს და გარდა იმისა, რომ ავსტრიის ჩემპიონატში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …