მადრიდის „რეალი“ პაულო დიბალას გადაბირებას სცდილობს და როგორც Don balon-ი იტყობინება, ფლორენტინო პერესმა უკვე წინადადებაც გაამზადა.
60 მილიონი ევრო და ისკო ალარკონის სატრანსფერო უფლებები. ასეთია პერესის შეთავაზება, თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ ბოლო დროს ისკოს აქტიურად უკავშირებენ. ესპანელ ფეხბურთელს სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და ზაფხულში „რეალს“ დატოვებს. თავის მხრივ, დიბალას შესაძლო წასვლაზეც იტალიური მედია აქტიურად წერს.
როგორც ზემოხსენებული ესპანური გამოცემა წერს, „რეალის“ გარდა პაულოს ტრანსფერით „ლივერპული“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი.