მთავარი / სიახლეები / რონალდუს 86 წლის ხელუხლებელი რეკორდის დამხობის შანსი აქვს

რონალდუს 86 წლის ხელუხლებელი რეკორდის დამხობის შანსი აქვს

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ 86-წლიანი რეკორდის დამხობის შანსი აქვს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ში ამ დრომდე 17 გოლის გატანა მოახერხა და დარჩენილ 16 თამაშში 14 გოლს თუ გაიტანს, რეკორდს გაიმეორებს, ხოლო 15 გოლის შემთხვევაში საერთოდ ერთპიროვნულად დაეპატრონება რეკორდს.

საქმე ეხება სერია A-ში ერთ სეზონის მიხედვით გატანილ გოლებს. „იუვეს“ რიგებში ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 31 გოლი ფელიჩე ბორელს აქვს გატანილი, შორეულ 1933 წელს. მას შემდეგ მსგავსი შედეგიანობით ერთ კანედარულ სეზონში „ბებერი ქალბატონის“ არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.

ჰანსენმა 30, ჩარლზმა 28, ხოლო ბონიპერტიმ 27 გოლი გაიტანეს ერთ სეზონში. თუმცა, ბორელის რეკორდი ხელუხლებელია. მსგავსი შედეგიანობით ვერც ისეთმა ბომბარდირებმა ითამაშეს, როგორებიც ტრეზეგე, დელ პიერო, დიბალა, ტევესი და პლატინი არიან.

კრიშტიანუს კი, შანსი აქვს მორიგი რეკორდის ავტორი გახდეს. ვნახოთ, ამისთვის პორტუგალიელს 16 მატჩი აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …