მთავარი / სიახლეები / სერია A / რავანელი: “იუვენტუსის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა”

რავანელი: “იუვენტუსის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს.

„ორი წელი, რომელიც „აიაჩოში“ და კიევის „არსენალში“ გავატარე, პრობლემებით სავსე იყო. ეს არ მაძლევდა საშუალებას ჩემი იდეები გამომეყენებინა. იმედი მაქვს მალე მივიღებ საინტერესო წინადადებას, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა ნამდვილად დაიწყოს. ჩემი ოცნებაა ერთ დღეს „იუვენტუსის“ მწვრთნელი გავხდე“, – თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო რავანელი „იუვენტუსში“ 1992-1996 წლებში თამაშობდა და 150 მატჩში 68 გოლი გაიტანა. მათ შორის, 1996 წელს, „აიაქსთან“ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2011-2013 წლებში „იუვეს“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …