მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისურვა, რომ კლუბი მის შემცვლელად მატიას დე ლიხტს შეიძენს. ესპანელის განცხადებით, ჰოლანდიელი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია თავის პოზიციაზე.
„მადრიდის „რეალის“ კაპიტნობა სამაყოა. ყველა წარმატების უკან ბევრი შრომა, თავგანწირვა, თავდადება იმყოფება. იმედია მილიონობით ბავშვისთვის სამაგალითო ვიქნები.
ბაზარზე კარგი მოთამაშეები არიან და გუნდს მათი შეძენა შეუძლია. ჩემი აზრით, დე ლიხტი ყველაზე პერსპექტიული მცველია, გამოცდილება სჭირდება, მაგრამ მომავლის მცველია“, – განაცხადა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.