მთავარი / სიახლეები / ქულა ბერგამოდან

ქულა ბერგამოდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში გამარჯვებების სერია შეწყვიტა და ორი ქულა დაკარგა. ეს ბერგამოში მოხდა, სადაც „იუვეს“ ძალიან რთული 90 წუთის გადატანა მოუხდა.

„ატალანტა“ საკუთარ მოედანზე ადვილად არაფერს თმობს და ახლაც ასე მოხდა. არადა, „იუვემ“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა. ალექს სანდროს ჩაწოდების მერე ჯიმშიტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მერე როდრიგო ბენტანკურს მიეცა შანსი, მაგრამ ურუგვალეს ეტრიტ ბერიშამ აჯობა. აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა. მასპინძლები უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ შეტევაში და 24-ე წუთზე დუვან ძაპატამ გაათანაბრა. კოლუმბიელი ლეონარდო ბონუჩის ადვილად გაუსწორდა.

მეორე ტაიმიც „იუვესთვის“ კოშმარულად დაიწყო. ჯერ, უწყინარ სიტუაციაში მეორე გაფრთხილება მიიღო ბენტანკურმა და გააძევეს, ხოლო სამ წუთში ძაპატამ, რომელიც ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია, დუბლი შეასრულა – 2:1.

„იუვე“ ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა და მასიმილიანო ალეგრიმ ცვლილებებს მიმართა. ჯერ მირალემ პიანიჩი გამოიყვანა მოედანზე, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუ. სწორედ პორტუგალიელმა იხსნა თავისი გუნდი მარცხისგან. პიანიჩის კუთხურისა და მარიო მანჯუკიჩის პასის მერე, კრიშტიანუმ თავით გაიტანა და გაათანაბრა.

დარჩენილ დროში „იუვე“ რისკზე არ წასულა და კაცნაკლულმა მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება. ისე, ბოლო წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე იყო და გოლი სამართლიანად გაუქმდა.

ამრიგად, „იუვენტსს“ 18 ტურის შემდეგ 50 ქულა დაუგროვდა. 2018 წლის ბოლო შეხვედრას კი 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:1)

ბერგამო, „ატლეტი აძური“

„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; მანჩინი, ჯიმშიტი, მაზიელო (ბაროუ 86); ჰატებური, პაშალიჩი (გოსენსი 67), ფროილერი, კასტანე; გომესი; ილიჩიჩი (პესინა 77), ძაპატა

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (რონალდუ 65), ემრე ჯანი, ბენტანკური; დიბალა, მანჯუკიჩი, დუგლას კოშტა (პიანიჩი 57)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ჯიმშიტი (2, ა.გ), 1:1 ძაპატა (24), 2:1 ძაპატა (56), 2:2 რონალდუ (78)

გაფრთხილება: ძაპატა (29), მანჩინი (32), ჰატებური (59), ფროილერი (90) – ბენტანკური (18, 53), კიელინი (38), მანჯუკიჩი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 9 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ლუკა ბანტი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …