ტურინის „იუვენტუსის“ შემტევ დუგლას კოშტას „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟება. აღნიშნულ ინფორმაციას Rai Sport-ი ავრცელებს. როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, ინგლისურმა გუნდმა „იუვეს“ წინადადებით უკვე მიმართა და 60 მილიონი ევრო შესთავაზა.
„იუვენტუსს“ „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას დაბრუნება სურს და არაა გამორიცხული გარიგებაში დუგლას კოშტაც ჩართონ.
შეგახსენებთ, რომ დუგლასი „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ბაიერნიდან“ ინათხოვრა, ხოლო გასულ ზაფხულს გამოისყიდა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 16 მატჩში მხოლოდ ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.