ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ „ატალანტასთან“ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი „იუვენტუსში“ თამაშობს, ეს პირველად მოხდება:
„მე და რონალდუ სათადარიგო სკამიდან პირველად ვუყურებთ ერთად თამაშს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მან აქამდე გააკეთა, თუ წარსულს გადავხედავთ და შევადარებთ, ეს მისი საუკეთესო დასაწყისია სეზონის სტარტზე, გოლები, საგოლე პასები, თუმცა, ის ტოპ ფორმაში მარტის თვეში გვჭირდება, როდესაც ჩემპიონთა განახლდება, რადგან კრიშტიანუ ამ ტურნირზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. მაგრამ, ის მაინც განსაკუთრებით ბოლო წლებში“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 26 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.