ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის მატიის დე ლიხტის მიმართ მოთხოვნა დიდია. 19 წლის ამომავალ ვარსკვლავს ევროპული გრანდები ეპატიჟებიან. მათ შორის, „ბარსელონა“, პსჟ, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“.
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ჰოლანდიელი მცველი კარიერას ზაფხულში „იუვენტუსში“ ან „ბაიერნში“ გააგრძელებს.
კატალონური გამოცემის ცნობით, „ბარსელონა“ არ გეგმავს დე ლიხტის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას. აღსანიშნავია, რომ „აიაქსი“ კაპიტნის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს და ფეხბურთელის გასხვისებას უფრო იაფად არ აპირებს.