ტურინის „იუვენტუსის“ მცელმა ალექს სანდრომ Corriere Torino-სთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერია და „იუვენტუსში“ დარჩენას ხანგრძლივი პერიოდით აპირებს.
„ახალი კონტრაქტის გაფორმების დროს ყველა ფეხბურთელი ბედნიერია, რადგან მწვრთნელის, პრეზიდენტისა და კლუბის ნდობას გრძნობს. ზოგადად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურინში დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები. მომწონს, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვარ. ვისაუბრე პრეზიდენტთან და მითხრა კლუბის მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. მეც მინდა, რომ ამ ამბის მონაწილე ვიყო“, – განაცხადა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი და „იუვენტუსის“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს.