პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა იუვენტუსის ხორვატი თავდამსხმელით მარიო მანჯუკიჩით არის დაინტერესებული.
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ ტურინული გუნდის წარმომადგენლებს. პსჟ-ს მცდელობა დაიმატონ კიდევ ერთი თავდამსხმელი დაკავშირებულია კილიან მბაპეს და ედინსოს კავანის ტრავმებთან.
თავად ფეხბურთელი სწავლობს ფრანგული კლუბის წინადადებას. წყაროს თანახმად ის ფრთხილად არჩევს კარიერის გასაგრძლებლად შესაძლო ვარიანტებს. მოსალოდნელია, რომ ის ტურინში იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე დარჩეს, რათა კვლავ შეაფასოს დაინტერესებული მხარეების შემოთავაზებები.
მარიო მანჯუკიჩმა გასულ სეზონში, სერია А-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ხორვატს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.