ნაპოლის თავდამსხმელი დრის მერტენსი არ დაისჯება სიმულაციის გამო, რასაც თერთმეტმეტრიანიდან გოლი მოჰყვა ფიორენტინას კარში.
სამშაბათს FIGC-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფედერალური პროკურორი არ განიხილავს ბელგიელის სიმულაციას რეტროსპექტულად.
ამის გარდა ფიორენტინას დაეკისრა ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრების ანტინეაპოლიტანური შეძახილების გამო.
ამრიგად დრის მერტენსი შეძლებს სერია A-ს მეორე ტურში იუვენტუსთან თამაშს. შეგახსენებთ რომ მატჩი 31 აგვისტოს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.