ტურინის „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩის ტრანსფერზე მუშაობს. Sport-ის ცნობით, ემრე ჯანისგან დამოუკიდებლად „იუვე“ მზადაა ხორვატი ფეხბურთელი დაიმატოს, საუბარია ერთწლიან საიჯარო კონტრაქტზე.
აქამდე განიხლებოდა ემრესთან ბარტერის ვარიანტი, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. „იუვე“ მზადაა გერმანელს 40 მილიონ ევროდ შეელიოს, რომელიც ერთი წლის წინ „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით . რაკიტიჩი კი ტურინელთა მთავარი სამიზნეა ნახევარდაცვაში.
„ბარსელონაც“ წინააღმდეგი არაა ბალკანელს შეელიოს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამაზე განცხადება ერნესტო ვალვერდემაც გააკეთა.
„იუვენტუსის“ განკარგულებაში 5 დღეა დარჩენილი, რადგან 2 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯარა იხურება და რაკიტიჩის შეძენა მანამდე უნდა მოასწროს.