მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლოს 11 ფეხბურთელის გარდა არჩევანი აღარ აქვს: როდის დაბრუნებიან ტრავმირებულები?

პირლოს 11 ფეხბურთელის გარდა არჩევანი აღარ აქვს: როდის დაბრუნებიან ტრავმირებულები?

„იუვენტუსი“ ძალიან ცუდი ფორმაშია და ეს შედეგებშიც ისახება. ანდრეა პირლოს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს, სადაც გოლებსაც ნაკლებად იტანს და საგოლე მომენტებსაც ხშირად ვერ ქმნის. დაცვაში სერია A-ს ბოლო 6 მატჩში ტურინელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, მაგრამ ორივე გოლის გამო მთლიანობაში 5 ქულა დაკარგეს („ნაპოლისთან“ 0:1, „ვერონასთან“ 1:1).

სწორედ ეს მიანიშნებს, რომ შეტევაში საქმე გართულებულია. ცხადია, ტურინელთა კრიზისზე ის უდიდესი დანაკლისიც მოქმედებს, რომელიც გუნდს აქვს – ტრავმების ეპიდემია. „იუვეს“ ლაზარეთი აბსოლუტურად გადავსებულია.

„ვერონასთან“ პირლოს სიტუაცია ასე ჰქონდა: 10+1! მეკარეების გარდა, მას პირველი გუნდიდან ხელმისაწვდომი მხოლოდ11 ფეხბურთელი ჰყავდა, საიდანაც 10 ძირითადში გაამწესა და ერთი მაკკენი დატოვა თადარიგში, ალბათ, ისიც იმიტომ, რომ ამერიკელს ფიზიკური პრობლემები აქვს. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, როდის უნდა შეივსოს „იუვეს“ შემადგენლობა? მითუმეტეს, რომ სეზონის გადამწყვეტი მომენტია და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრამდე მხოლოდ 9 დღე დარჩა. „იუვეს“ პრობლემები ბევრია და დამაიმედებელი ცნობები არც ტრავმებთან დაკავშირებითაა.

„სპეციასთან“ უახლოს მატჩში დანამდვილებით მხოლოდ დანილო დაბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. დანარჩენების შემთხვევაში ეს თითქმის შეუძლებელია. აი, ტრავმირებულთა შორის პირველი ვისი დაბრუნებაც მოსალოდნელია, ეს ალვარო მორატაა, რომელიც ვირუსს ებრძვის და ამ კვირაში გუნდმა საწვრთნელი პროცესისგან გაათავისუფლა. ის ორშაბათს ვარჯიშს დაიწყებს და თუ კარგად იქნება, „სპეციასთან“ მინიმუმ სათადარიგო სკამზე მოხვდება.

პაულო დიბალა 10 იანვრიდან ტრავმირებულია და ექიმები მის გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებენ. დიბალა ბარსელონასა და ინსბრუკშში აჩვენეს ექიმებს, რომლებმაც ოპერაცია გამორიცხეს, მაგრამ მისი დაბრუნების დრო მაინც უცნობია. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, არგენტინელი შეიძლება გუნდს „პორტუსთან“ მატჩში დაუბრუნდეს, რა თქმა უნდა, სასურველი კონდიციებისგან ძალიან შორს მყოფი.

„ლაციოსა“ და „პორტუს“ მატჩებს შორის ასევე ნავარაუდევია ხუან კუადრადოს, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება. ყველას განსხვავებული პრობლემები აქვს, მაგრამ გუნდის გათვლა ასეთია, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მზად იყვნენ. გაცილებით მძიმედაა საქმე არტურის შემთხვევაში და პროგნოზირებაც რთულია. კონსერვატიული თერაპია როდესაც საშუალებას მისცემს და ტკივილი აღარ ექნება, მაშინ გახდება გუნდისთვის ხელმისაწვდომი.

ამასობაში, გრაფიკი ისევ უმძიმესია. „იუვეს“ ზეგ „სპეციასთან“ მატჩი აქვს, შაბათს „ლაციოსთან“, სამშაბათს, „პორტუსთან“ და რაც მთავარია, ყველა მატჩის ტურინელთათვის უკვე გადამწყვეტია და ანდრეა პირლოს ამ დროს არათუ როტაციის, არამედ სათადარიგო სკამიდან გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა არ აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …