ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ვერონასთან“ კრიშტიანუ რონალდუს გოლით უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ქულას დასჯერდა – 1:1. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – მან გადამწყვეტი როლი ითამაშა მატჩის დასაწყისში, როდესაც ფარაონის დარტყმა მოიგერია და ძელიც დაეხმარა. გოლის დროს არაფრის გაკეთება არ შეეძლო, შემდეგ ლაზოვიჩის დარტყმა მოიგერია და ამჯერად ხარიხა დაეხმარა. ფეხით თამაში ისევ უჭირს.
დემირალი 5 – ბევრი შეცდომა ჰქონდა და ბარაკის გოლშიც მთავარი დამნაშავეა.
დე ლიხტი 6.5 – ურთულეს საღამოს დაცვას ის ხელმძღვანელობდა, მცირე შეცდომები დაუშვა, მაგრამ დარჩა გრძნობა, რომ მარტო იბრძოდა.
ალექს სანდრო 5 – ის არის კაპიტანი, სიგნალი „იუვენტუსის“ საგანგებო მდგომარეობის შესახებ. კარგად თამაშობდა, უშეცდომო, მაგრამ ბარაკმა საჰაერო ორთაბრძოლა მას მოუგო და ეს ძვირად ფასობს.
კიეზა 6.5 – მთლიანობაში სითამამე აკლდა, ხშირად უჭირდა, მაგრამ საგოლე პასის მომენტში მისი თამაში იყო იმის დასტური, რომ ის უკვე ტოპფეხბურთელია.
დი პარდო შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ 4 წუთი ითამაშა.
ბენტანკური 5 – სირთულეები ისევ ჰქონდა. ფსიქოლოგიურად და შესაბამისად ტექნიკურადაც. ბევრი შეცდომა დაუშვა და მათ შორის, აღმაშფოთებელი შეცდომებიც. მეორე ტაიმში მოუმატა, ეს ერთადერთი დადებითი სიგნალია.
რაბიო 5 – თითქმის, როგორც ბენტანკური. ათლეტურად უკეთესია, მაგრამ განსაკუთრებით კონტრშეტევების დროს უჭირდა.
რემზი 6 – გარკევული დროის განმავლობაში თითქმის ყველაფერს არასწორად აკეთებდა. თუმცა, მეორე ტაიმში კიეზას პასი საგოლე შეტევაში მან გაუკეთა.
მაკკენი 5.5 – ის თამაშში ცუდად ან საერთოდ ვერ ჩაერთო.
ბერნარდესკი 5.5 – ვერცერთხელ შექმნა რიცხობრივი უპირატესობა, კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენა შანსი ისე, როგორც უნდა გამოეყენებინა.
კულუშევსკი 6 – გადამწყვეტი მოქმედებები არ ჰქონია, მაგრამ „ვერონასთან“ თამაში მისთვის ოდნავ წინ გადადგმული ნაბიჯია.
რონალდუ 7 – გუნდი მას ეყრდნობა და ეს ნორმალურია, მითუმეტეს ასეთი ტრავმიანობის პერიოდში. პირველი ნამდვილი მომენტი გოლის დროს შეექმნა და გამოიყენა, რომელიც შემდეგ გუნდმა ვერ დაიცვა. ძალიან რთულია ერთმა ყველას წინააღმდეგ ითამაშოს.
პირლო 5.5 – შეცვალა „იუვე“, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იყო, მხოლოდ 10 ფეხბურთელი ჰყავდა მთავარი გუნდიდან მეკარეების გარდა და ერთი მაკკენი თადარიგში დატოვა. „იუვე“ კარგად არ თამაშობს, მაგრამ შეეძლოთ მოგება სტუმრად ძნელად დასამარცხებელ გუნდთან.