ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის ცენტრია, სადაც ხარისხი ნაკლებია და ეს თამაშს ეტყობა.
„პირლოს „იუვე“ უფრო ძლიერია, ვიდრე ალეგრის და სარის? ჩემი აზრით, უფრო სუსტია, რადგან ნახევარდაცვაში ნაკლები ხარისხია. ამ ზონაში რაღაც ნაკლები, ვგულისხმობ ორ ცენტრალურ ნახევარმცველს. ამჟამინდელ ფეხბურთელებში სხვაობას კიეზა ქმნის, რომელსაც საწყისი 1-2 თვე ადაპტაციის თვალსაზრისით, თუ სად თამაშობდა, გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ თავისი შესაძლებლობა გამოავლინა. ის და რონალდუ ქმინიან სხვაობას. გუნდს ძალიან აკლია დიბალა, რომელიც ქმნის თამაშს, დრიბლინგებს აკეთებს და პასებს არიგებს.
კუადრადოს არყოფნაც დიდი დანაკლიაია, მის გარეშე გუნდმა სისწრაფე დაკარგა, განსაკუთრებით „პორტუსთან“, სადაც რაგბი ითამაშეს. რონალდუს ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, მხოლოდ ის ცდილობდა ვერტიკალური პასების გაკეთებას და თვითონ მას პასი სახიფათო ზონაში არ მისდიოდა.
მორატა თავის პოზიციაზე თამაშობს, ცენტრფორვარდად. სხვას არ შეუძლია მის პოზიციაზე თამაში. კულუშევსკი კარგი ფეხბურთელია მარჯვენა ფლანგზე, როდესაც ბურთს მიიღებს და კარისკენ დაიძვრება. ვფიქრობ, პირლო თავიდან ცდილობდა მრავალი ექსპერიმენტების გაკეთებას, რაიმე განსხვავებულის შემოტანას, ახლა ვფიქრობ, რო იპოვა სწორი გზა, მაგრამ აკლია დაშავებული ფეხბურთელები და ამიტომ მოედანზე ვერ გადააქვს ის, რაც გონებაში აქვს. იმ ცუდ მატჩებშიც კი 20-30 წუთი, როდესაც „იუვე“ მომწონდა“, – თქვა კაპელომ.