ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მაგრამ მკაფიო იდეები აქვს.
კლუბს შეკრება ჯერ არ დაუწყია, ერთ კვირაში დაიწყებს, მანამდე ფეხბურთელები ჩვებულებაში არიან. ამიტომაც, პირლოს კრიშტიანუ რონალდუსთვის რამდენჯერმე ტელეფონის მეშვეობით დაურეკავს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ანდრეა რონალდუს გუნდის უახლოეს გეგმებზე ესაუბრა და მათ შორის, თავდამსხმელის ტრანსფერზე, რომელიც პორტუგალიელს მოედანზე სივრცეებს გაუთავისუფლებს და დაეხმარება.
ტურინელები ამჟამად არკადიუშ მილიკის, რაულ ხიმენესისა და დუვან საპატას ვარიანტებს განიხილავენ. თუმცა, ესპანურ მედიაში გუშინ ლუის სუარესისა და ანტუან გრიზმანის გვარებიც დაუკვაშირეს „იუვეს“. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ურუგვაელის და ფრანგის ხელფასი ძალიან მაღალია.