ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული არტური ავარიაში მოჰყვა. ესპანეთის პატარა ქალაქ პალაფრუჟელში ინციდენტი გუშინ დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.
არტური ფერარის მარკის ავტომობილს მართავდა და განათების ბოძებს დაეჯახა. არც თავად ბრაზილიელი და არც სხვა პირები არ დაშავებულან.
პოლიციამ მოითხოვა ალკოტესტის ჩატარება, რომელმაც აჩვენა, რომ ბრაზილიელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. კერძოდ, ტესტმა აჩვენა 0.55 მგ/ლ, რაც აღემატება დადგენილ ნორმას – 0.50 მგ/ლ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ არტური „ბარსელონას“ მირალე პიანიჩში გაუცვალა. სამხრეთამერიკელი დისციპლინასთან კარგად რომ არ ურთიერთობს, ეს აქამდეც ცნობილი იყო.