ტურინის „იუვენტუსის“ მცველები დანიელე რუგანი და მატია დე შილიო შესაძლოა „ვალენსიაში“ გადავიდნენ. ესპანური მედიის ცნობით, „ღამურები“ ორივე ფეხბურელის მიმართ იჩენენ ინტერესს.
უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად გარიგებაში ურუგვაელი თავდამსხმელის მაქსი გომესის ჩართვაც სახელდება.
დე შილიო და რუგანი ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედიან. თანაც, ტურინელებს ორივე მათგანის შემცვლელი უკვე ჰყავთ – კრისტიან რომერო და ლუკა პელეგრინი.
ლუკა და კრისტიანი „იუვეს“ საკუთრებაში არიან და გასული სეზონი იჯარით შესაბამისად, „კალიარისა“ და „ჯენოაში“ გაატარეს.