მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლო: “ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და დრო გვჭირდება”

პირლო: “ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და დრო გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდი შენების პროცესშია, ამიტომ დრო სჭირდებათ.

„ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელსაც მუშაობა სჭირდება, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში იყო და სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ამ პირველ მატჩებში ახალგაზრდები გამოცდილებას იღებენ, ჩვენი გუნდი მშენებლობის პროცესშია და დრო გვჭიდება. ბიჭებმა კარგად შეასრულეს საქმე, მათ შეცდომები უნდა დაუშვან, ეს ნორმალურია.

წელს ბევრი გუნდია, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძოლებენ და ამისთვის არიან აღჭურვილნი. ბრძოლა იქნება, ქულებს ვკარგავთ, მაგრამ ეს ვიცოდით. მშენებლობის პროცესში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე წინ წავალთ.

კულუსევსკი? მან უნდა იპოვოს პოზიცია მოედანზე, შეუძლია ზოგჯერ ცენტრალურ ზონაში დარჩეს, ზოგჯერ მარცხნივ, ხანდახან კიეზასთან კარგად კომბინირებდა. მორატა იმ ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს გუნდში იყო და კარგად ითამაშა. დიბალა? გუშინ 10 წუთი ითამაშა და ეს არ იყო იდეალური თამაში, რომ მოედანზე გასულიყო. რონალდუ კარგადაა, სახლშია და იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. არტურს რაც შეეხება, ის ესპანური ფეხბურთის თვისებების მოთამაშეა, მოკლე პასებით თამაშობს. ზოგჯერ ძალიან ბევრს ეხება ბურთს, სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამოსთან“ სტუმრად ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …