ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „კროტონესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი „იუვეს“ რიგებში საუკეთესო იყო, დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, ერთი გოლი არ ჩაუთვალეს და ერთხელაც ბურთი ძელს მოარტყა.
„სამწუხაროა, რომ ზედიზედ მეორედ 10 ფეხბურთელით დავრჩით და ვერ მოვიგეთ. მოედანზე თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით უნდა გავიდეთ და თამაშის მიმდინარეობისას ეს ვაჩვენოთ. ყველასთვის რთული პერიოდია, ფეხბურთისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის. თუმცა, სეზონის დასაწყისია, მუშაობა გავაგრძელოთ და წინ წავიდეთ.
ძელის ეპიზოდი? ფეხბურთი ასეთია, რამდენიმე სანტიმეტრი ცვლის თამაშს, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ და მიზნის მისაღწევად მუშაობას ვაგრძელებთ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე კიევში, „დინამოსთან“ გამართავს.