მთავარი / სიახლეები / სერია A / პარატიჩი: “ნაპოლი”? ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვთამაშობთ”

პარატიჩი: “ნაპოლი”? ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვთამაშობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც „ბებერ სინიორასთან“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალეს. მისი თქმით, „იუვენტუსი“ იგივე ვითარებაშია, მაგრამ თამაშზე უარს არ ამბობს.

„ნაპოლისთან“ თამაში? ჩვენ იქ სათამაშოდ ვიყავით, არსებობს წესები და პროტოკოლი, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმას, რასაც სპორტული სამართლიანობა გადაწყვეტს. დღეს იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორც „ნაპოლი“, გვყავს ორი ინფიცირებული ფეხბურთელი, მაგრამ ვითამაშეთ და ახლა კიევში უნდა ვითამაშოთ.

რონალდუ? ის ყოველთვის ოპტიმისტიადა იღიმის. ახლა არ არის იმის დრო, რომ სპადაფორასთან დაპირისპირებაზე ვისაუბროთ“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …