მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ქულები “კროტონესთან” დაკარგა

“იუვემ” ქულები “კროტონესთან” დაკარგა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „კროტონეს“ ესტუმრა, რომელსაც საწყისი სამივე მატჩი წაგებული ჰქონდა, მაგრამ სეზონში პირველი ქულა „იუვესთან“ მოიპოვა…

მასპინძლებმა ანდრეა პირლოს გუნდს, რომელიც „ეციო შიდაზე“ დიდი დანაკლისით ჩავიდა, განსაკუთრებული ბრძოლა გაუმართეს.

გოლები საწყის 20 წუთში გავიდა. ჯერ ლეონარდო ბონუჩი მსაჯმა საჯარიმოში წესების დარღვევაში დაადანაშაულა და ნვანკვო სიმიმ პენალტით ანგარიში გახსნა. „იუვემ“ 10 წუთში გაათანაბრა. ფედერიკო კიეზას კარგი პასით, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელმაც დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა, თუმცა მეტ-ნაკლები შანსები ტურინელებს ჰქონდათ.

ბოლო ნახევარი საათი „იუვენტუსმა“ 10 კაცით ითამაშა, რადგან კიეზა უხეშობისთვის გააძევეს და შეიძლება ითქვას, რომ მისი დებიუტი უიღბლო გამოდგა. 77-ე წუთზე მორატამ დუბლი შეასრულა, მაგრამ VAR-მა გოლი მცირე თამაშგარის გამო გააუქმა. საბოლოოდ, ფრე 1:1. პირლოს გუნდმა მიმდინარე სეზონში ორივე საგარეო მატჩში ქულები დაკარგა, 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამოსთან“ სტუმრად ჩაატარებს.

„კროტონე“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:1)

კროტონე, „ეციო შიდა“

„კროტონე“ (3-5-2): კორდასი; მაგალანი, მარონე, ლუპერტო (გოლემიცი 83); პერეირა (რისპოლი 74), მოლინა (პეტრიჩონე 87), ჩიგარინი, ვულიჩი (სილიგარდი 74), რეცა; მესიასი, სიმი

მწვრთნელი: ჯოვანი სტროპა

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი; კიეზა, ბენტანკური, არტური (რაბიო 70), ფრაბოტა; კულუსევსკი (ბერნარდესკი 69), პორტანოვა (კუადრადო 56); მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 სიმი (12, პენ), 1:1 მორატა (21)

გაფრთხილება: ჩიგარინი (14), რეცა (67), მაგალანი (84) – ბონუჩი (11), პორტანოვა (37), კულუსევსკი (45)

გაძევება: კიეზა (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ფრანჩესკო ფორნო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …