ესპანური „ვალენსიას“ მცველი კრისტიანო პიჩინი მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსს“ არაერთხელ დაუკავშირეს. იტალიელი ჟოაო კანსელუს პოტენციურ შემცვლელად განიხილება, თუ პორტუგალიელი გუნდს დატოვებს.
თუმცა, თავად პიჩინი ამბობს, რომ „ვალენსიას“ დატოვებას „იუვენტუსში“ გადასვლისთვის არ აპირებს.
„იუვენტუსიდან“ არც მე და არც ჩემს აგენტს ნამდვილად არავინ დაკავშირებია. აქ ბედნიერი ვარ და ამ მომენტში „ვალენსიას“ „იუვენტუსის“ გამო არ დავტოვებ“, – თქვა პიჩინიმ.