მთავარი / სიახლეები / ტურინის იუვენტუსმა ნოთს ქაუნთის თხოვნას უპასუხა
ტურინის იუვენტუსმა ნოთს ქაუნთის თხოვნას უპასუხა

ტურინის იუვენტუსმა ნოთს ქაუნთის თხოვნას უპასუხა

იუვენტუსმა საპასუხო ჟესტით გადაწყვიტა ნოთს ქაუნთის მომარაგება მაისურებით, მაგრამ კლუბმა უარი თქვა პუმასთან დადებული ხელშეკრულების გამო.

იუვენტუსის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, მზად იყო მოემარაგებინა ნოთსი ადიდასის ახალი კომპლექტებით. ანდრეამ კლუბსაც მისწერა, რომ მზად არის დასახმარებლად. მაგრამ ნოთსი იძულებული იყო თავაზიანი უარი ეთქვა, რადგან პუმასთან ორ წლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული და ფირმა ელოდება თანხას ფორმებისათვის, რომლებიც უკვე საწყობშია და ელოდება ჩამოტვირთვას.

იუვენტუსის კომუნიკაციის განყოფილების შეფმა განაცხადა თუ როგორ სურდა იუვენტუსს დახმარების ხელი გაეწვდინა ნოთსისთვის.

“ორ კლუბს შორის ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იუვენტუსი სიამოვნებით დაეხმარებოდა ახალი კომპლექტაციით მომავალ სეზონში. ჩვენ უკვე ვაწარმოეთ მოლაპარაკება ადიდასის ტექნიკურ მომმარაგებელთან, რომ მან მიაწოდოს ინფორმაცია და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ნოთსის ოლქს, შეკვეთის ორგანიზებისათვის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ კლუბს აქვს 2 წლიანი სავალდებულო ხელშეკრულება პუმასთან, რაც უკრძალავს სხვა ფირმასთან ურთიერთობას. მადლობა წერილისათვის. საუკეთესოს ვუსურვებთ ნოთსს მომავალში” – განაცხადა მან.

იუვენტუსის ჟესტი ასახავს ორ კლუბს შორის საოცარ კავშირს, რომელიც დაიწყო 1903 წელს, როცა ნოთსმა შემოსა ისინი თავისი საკულტო შავ-თეთრი მაისურებით. მაგრამ მცდელობა არ იყო უშედეგო.

იუვენტუსის ჩართულობამ პუმაზე იქონია გავლენა და მზად არის ნოთს დავალიანების გადახდამდე მიაწოდოს ფორმები.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *