მთავარი / სიახლეები / პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია
პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

ტურინის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ლეგენდარული ჩეხი მიიჩნევს, რომ ფიორენტინასთან დაფიქსირებული ანგარიში უიღბლობის და დაღლილობის შედეგია. მან ასევე ისაუბრა მატეის დე ლიხტზე და პაულო დიბალაზე და მათვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული აურა აქვს. განსაკუთრებით ჩვენი უმაღლესი დონის ფეხბურთელებისათვის, და ასეთივე მატჩებს ველოდებით. ფიორენტინასთან უიღბლობის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ნაკრებიდან დაბრუნებულთა დაღლილობა.

დე ლიხტი მონდომებულია, მომწონს, უდავოდ იზრდება, თუმცა დრო დასჭირდება. ის ძალიან ახალგაზრდაა. სამწუხაროა, რომ კიელინი ტრავმირებულია, მას შეეძლო დახმარებოდა მატიასს ვარჯიშებზე. მაგრამ მისმა დაზიანებამ დააჩქარა ჰოლანდიელის ძირითადში შეყვანა.

დიბალასთვისაც იქნება ადგილი. ის კარგი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის ნაწილია. ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე იყოჩაღა. ვფიქრობ მწვრთნელი ამას ხედავს და მოძებნის მისთვის ადგილს.” – განაცხადა პაველ ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …