მთავარი / სიახლეები / ხუთი დეტალი “ატლეტიკოსთან” მატჩიდან: ძველი ბონუჩის დაბრუნება და კოშმარი სტანდარტებისას

ხუთი დეტალი “ატლეტიკოსთან” მატჩიდან: ძველი ბონუჩის დაბრუნება და კოშმარი სტანდარტებისას

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რომეო აგრესტიმ მისი აზრით, ხუთი მთავარი ასპექტი, დეტალი გამოარჩია, რაც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ თამაშში გამოჩნდა.

კოშმარი სტანდარტების დროს

„იუვენტუსი“ განაგრძობს სტანდარტული მდგომარეობების დროს შფოთას თავდაცვით ფაზაში და ბევრ პრობლემას იქმნის. „ნაპოლისთან“ საშინელი ქმედებების შემდეგ აღნიშნულ სათამაშო კომპონენტში (2 გოლი გაუშვა), იგივე გამეორდა „ატლეტიკოსთანაც“. ეს პრობლემაა, რომელიც საკმაოდ რთულდება, მაგრამ ამასთანავე სწრაფად უნდა მოგვარდეს. ეს არის ყველაზე უარყოფით საკითხი, რაც „იუვემ“ „ვანდა მეტროპოლიტანოდან“ წამოიღო. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მიმდინარე სეზონში არ დაწყებულა და ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. ჩემპიონთა ლიგაზე „იუვემ“ ბოლო 12 გოლიდან 9 სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვა.

ლეონარდო ბონუჩი, როგორც ოქროს წლებში

კაპიტანი და ლიდერი.იტალიელი მცველი როგორც ჩანს დაუბრუნდა საუკეთესო პერიოდს, რომელსაც განიცდიდა მაშინ, სანამ კარდიფის ფინალის შემდეგ „იუვეს“ მოულოდნელ დატოვებას გადაწყვეტდა. სინამდვილეში კიელინის ტრავმის შემდეგ ლეონარდოს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა. მიმდინარე სეზონში „იუვეს“ დაცვის ხაზში ის საუკეთესოა. გუშინ კი, პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა, იგუაინის მისამართით გაკეთებული საოცარი პასით. დაცვით ფაზაშიც საუკეთესო იყო, საბოლოო ჯამში ბონუჩი ტოპ ფორმას უბრუნდება, როგორიც იყო ადრე, სანამ რთულ პერიოდს გამოივლიდა. სირთულეები პრაქტიკულად უკან დატოვა.

კუადრადოს გადატრიალება

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ძირითად შემადგენლობაში მისი გამოჩენა ნამდვილი სიურპრიზი იყო, კოლუმბიელმა ნდობა გაამართლა. პირადი სიხარულის გარდა (გოლი) გამოჩნდა, რომაქვს თვისებები, რომლის გამოყენება მაურიციო სარის ძალიან კარგად შეუძლია და ერგება. ბოლო კვირეებში მას ტესტირება ჰქონდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ახლა კი, უკან დაბრუნება ცოტა უფრო რთული იქნება. სარის კი თამამად შეუძლია ის შეტევაში გამოიყენოს. ესარის სცენარი, რომელიც ფედერიკო ბერნარდესკისა და პაულო დიბალას სკამზე ყოფნას კიდევ უფრო ამყარებს, რომლებიც ჯერჯერობით რთულ პერიოდს განიცდიან.

დე ლიხტის ზრდის პროცესი                                         

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ მაისურით დებიუტისას ჰოლანდიელი მცველი ცუდად არ გამოიყურებოდა. კარგი იყო ერთი-ერთზე თამაშის დროს და დასწრებაზე თამაშში. შეიმჩნევა პროგრესი ბონუჩისთან შეთამაშების თვალსაზრისითაც, მასთან ჰარმონია გაიზარდა. ცუდი „ნაპოლისთან“, კარგი – „ატლეტიკოსთან“. ეს ნორმალური პროცესია ადაპტაციის პერიოდში და პროგრესის ფარგლებში.

მატუიდის მოპოვებული ნდობა

სატრანსფერო ფანჯრის დროს მუდმივი საუბარი იყო, რომ გუნდს დატოვებდა, მაგრამ გამოცდილმა ფრანგმა ნახევარმცველმა მოიპოვა მწვრთნელის ნდობა. როგორ? შრომითა და მუხლჩაუხრელობით. ჩვეულებრივ დაუღალავი ნახევარმცველი ცდილობს ტექნიკის დახვეწას. მისია რთულია. ობლაკის კარში გატანილი გოლი აჩვენებს, თუ როგორ სურს გუნდის ძლიერი ნაწილი გახდეს. ამავდროულად, ეს მართლაც რეალური ხდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …