ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის ღრმა შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა არაა და პირიქით, პრობლემა ის იქნებოდა, რომ გუნდს მოკლე სათადარიგო სკამი ჰქონდეს.
„ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ყოველთვის გვყავდა ღრმა და მნიშვნელოვანი შემადგენლობა, ფეხბურთელებით, რომლებმაც მოიგეს ბევრი ტიტული. წარსულთან შედარებით დიდი ცვლილება არ მომხდარა, ჩვენთვის ეს ყოველთვის ჩვეულებრივი საქმეა, მწვრთნელმა იცის რა უნდა გააკეთოს და როგორ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას. ჩვენ ყოველთვის დიდი მწვრთნელები გვყავდა, რომლებიც კარგად უმკლავდებოდნენ შემადგენლობის დაბალანსებას.
ჩვენ ამით შეშფოთებულები არ ვართ, პირიქით იქნებოდა საწუწუნო, რომ ვიწრო შემადგენლობა გვყავდეს. თუ დავფიქრდებით, ამ სეზონში მხოლოდ ოთხი თამაშის შემდეგ კიელინი გამოგვაკლდა, დუგლას კოშტა გარკვეული ხნით იუქმებს, დე შილიოც. ჩვენ მზად ვართ გრძელი სეზონისთვის და გვჭირდება ასეთი შემადგებლობა, რომ კონკურენტუნარიანობის დონე შევინარჩუნოთ და მუდამ მაღალი იყოს. ეს არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამ გზით დავაკომპლექტეთ შემადგენლობა“, – თქვა პარატიჩიმ.