სამი ხედირას მთელი ზაფხულის განმავლობაში „იუვენტუსის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტურინში დარჩა და სეზონი საკმაოდ კარგადაც დაიწყო.
გერმანელი მართლაც კარგ ფორმაშია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – საინტერესო დეტალი უკავშირდება, რომელიც შესაძლოა უბრალოდ დამთხვევა იყოს, შესაძლოა – არა.
„იუვემ“ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაუშვა და ხუთივე მაშინ, როდესაც გერმანელი მოედანზე არ იყო.
„ნაპოლისთან“ სამი მაშინ შეცვალეს, როდესაც ანგარიში 2:0 გახლდათ, ხოლო მისი გასვლის შემდეგ მაურიციო სარის გუნდმა სამი გოლი გაუშვა. იგივე ისტორია განმეორდა მადრიდში, „ატლეტიკოსთანაც“.
ხედირამ მოედანი 2:0-ზე დატოვა, „იუვემ“ კი ამის შემდეგ 2 გოლი გაუშვა…