ბარსელონას ტექნიკური დირექტორის თქმით, იუვენტუსის ჰოლანდიელი მცველი მატეის დე ლიხტი აიაქსიდან ტურინულ კლუბში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა.
ზაფხულის განმავლობაში ბარსელონა ითვლებოდა მთავარ პრეტენდენტად დე ლიხტისთვის ბრძოლაში, მაგრამ უშედეგოდ. სავარაუდოდ კატალონელები განაწყენებული არიან რომ ტურინელებმა მოახერხეს დროულად გამოცოცხლება და ფეხბურთელის აყვანა.
“ჩვენ მას მივმართეთ წინადადებით, მაგრამ მან იუვე ამჯობინა. იტალიური საგადასახადო სისტემა მას უფლებას აძლევს გამოიმუშაოს მეტი. ჩვენ კი მაქსიმალურად გავისარჯეთ, მის შესასყიდად. ორი შეთავაზება გვქონდა, მათ შორის ერთ-ერთში ჩვენი ფეხბურთელებიც ჩავრთეთ.” – განაცხადა ოსკარ გრაუმ ბიუჯეტის წარდგენაზე.