მთავარი / სიახლეები / ალენა სერედოვა: “მე ისევ “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ”

ალენა სერედოვა: “მე ისევ “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ”

ჯანლუიჯი ბუფონის ყოფილმა მეუღლემ ალენა სერედოვამ იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ მიუხედავად ჯიჯისთან დაშორებისა, „იუვენტუსის“ გულშემატკივრობას აგრძელებს.

ჩეხმა მოდელმა ბუფონთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი:

„ბუფონი? ჩვენი ურთიერთობა ორი ცივილური ადამიანის ურთიერთობაა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე კარვშირზე დარჩებიან, რადგან ორი შვილი გვყავს. წარსულის არ ვივიწყებ, ეს შეუძლებელიცაა და არც რამის შეცვლა შეიძლება. მამაჩემის სახლში ამ თემაზე მშვიდად ვსაუბრობთ, ვფიქრობ, საუბარი შეიძლება სხვების თანდასწრებითაც და ჩემს ახალ საქმროსთანაც, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს მნიშვნელოვანია ჩემი შვილებისთვისაც, რომ ორი მშობელი ჰყავდეთ. დღეს მათ ორი მშობელი ჰყავთ და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

უნდა ვთქვა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრები დღემდე მწერენ და კაპიტანას მეძახიან. მე მიყვარს ეს გუნდი და ჩვენ არ დავშორებულვართ, ვრჩები „იუვენტუსის“ გულშემატკივრად“, – თქვა სერედოვამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …